ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი - ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

image
  • 693
loading...
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე არ გამორიცხავს რომ გიორგი შაქარაშვილს შესაძლოა საბურთალოელები გაუსწორდნენ. აღნიშნული ვერსიის საფუძვლად ხომასურიძეს ქურდულ მენტალიტეტი მოჰყავს და ამბობს, რომ თუ ჩხუბში ძმაკაცი ძმაკაცს მიატოვებს ამის გამო მას თავდ მეგობრები უსწორდებიან.

ხომაძურიძის ვარაუდით, შაქარაშილის მეგობრების გაღიზიანება შესაძლოა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ის კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა და ჩხუბში არცერთის მხარეს არ იყო.
„ბოლოს ნახა ვინ ჩამოვიდა იმ აგარაკზე მანქანით? საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემად, გაიგეს რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელებს და  შურისსაძიებლად ჩამოვიდნენ. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა, მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს. ასე ხდება, ქურდულ მენტალიტეტში მერე რა რომ გამომძიებელი ვიყავი, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი, როდესაც ორი ძმაკაცი ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს მას რატომ გამექეცი ჩხუბიდან და რატომ დამტოვე მარტოო. ვგულისხმობ დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, როდესაც ჩიქოვანს თავი გაუტეხეს. ცხონებული ხომ არ ეხმარებოდა თავის ძმაკაცებს და აშველებდა. შეიძლება მაგის გამო სცემეს, რატომ გვაშველებდი და რატომ არ გვეხმარებოდიო. რატომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას?! დილის 4 საათამდე ხომ იმალებოდა იქ ვიღაც?! სატელეფონო ამონაწერებში ჩანს ეს“, – ამბობს თამაზ ხომასურიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.
loading...