3 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელზეც ჭექა-ქუხილის პლანეტა იმოქმედებს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები

image
  • 367
loading...
ახლა მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას კი ვე­ლო­დე­ბით 3 აგ­ვის­ტოს , 19:58-ზე, მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში, მე-12 გრა­დუს­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტის - ურა­ნის გავ­ლე­ნით, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვენ გარ­შე­მოც მო­უ­ლოდნ­ლო­ბებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. მო­გინ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩარ­ჩო­ე­ბის გარჩვე­ვა, რა­ღაც იდე­ის­თვის გაბ­რძო­ლე­ბა. ეს ეხე­ბა თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდ­საც და სა­ერ­თო­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ანუ დიპ­ლო­მა­ტი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ად­გი­ლი. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ისიც გვაძ­ლევს, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მე­ო­რე დღეს, პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი (და­ძა­ბუ­ლო­ბა, ბრძო­ლა) და იუ­პი­ტე­რი (სა­ერ­თა­შო­რი­სო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რებს ეყო­ფათ მოთ­მი­ნე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რე­ბენ რთულ სა­კი­თხებ­საც კი. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად. მო­ე­რი­დეთ საქ­მე­ე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვას, გა­წყვე­ტას, გა­და­დეთ ისი­ნი უფრო მშვი­დი პე­რი­ო­დის­თვის.

პლა­ნე­ტა ურა­ნი არის ჭექა-ქუ­ხი­ლის, ხოლო მერ­წყუ­ლი არის ელექტრო­ო­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, ავი­აფ­რე­ნე­ბის სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ, სავ­სემ­ვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში - პლუს-მი­ნუს 2-3 დღე იყა­ვით ფრთხი­ლად ამ სფე­რო­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რე სწრა­ფად გა­ივ­ლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის წერ­ტილს, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა მზე-ურა­ნის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც მოგ­ვი­ტანს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბას, ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ რა­ღა­ცის მოთ­მე­ნა, ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. მო­ი­მა­ტეს ემო­ცი­უ­რო­ბა, გან­წყო­ბის უმი­ზე­ზო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ ისევ სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ.
ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? პირ­ველ რიგ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე, მათ­ზე, ვი­საც მზე ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ჰყავს ლომ­ში. აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვისი მზეც მოხ­ვდა პირ­ველ ან მე­ხუ­თე სახ­ლებ­ში და ვი­საც პი­რად ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ბევ­რი ას­პექ­ტი აქვს მზეს­თან.

ახლა კი ვნა­ხოთ, რას მო­უ­ტანს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქის თი­თო­ე­ულ ნი­შანს. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ამ სავ­სემ­თა­რე­ო­ბა­ზე ბა­ლან­სის დაც­ვა მოგ­ვი­წევს ერ­თდრო­უ­ლად ორ სფე­რო­ში. და კი­დევ ერთხელ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იყოთ მშვი­დად, არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს და მშვი­დად და­ი­წყოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-დას­რუ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ახ­ლის და­წყე­ბას კი 19 აგ­ვის­ტოს ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შეძ­ლებთ:

ვერ­ძი
უნდა შეძ­ლოთ ორი სფე­როს - პი­რა­დი­სა (რო­მან­ტი­კა) და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის (მე­გობ­რე­ბის, კო­ლე­გე­ბის) ინ­ტე­რე­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა. თქვენ ენერ­გი­ის დიდ მო­ზღვა­ვე­ბას გრძნობთ, ისე­დაც გა­ხა­სი­ა­თებთ ეგო­ის­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და ეცა­დეთ, თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბით არ გა­ი­ფუ­ჭოთ საქ­მე­ე­ბი. გირ­ჩევთ, იდე­ე­ბი და მიზ­ნე­ბის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, იყოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ზო­მი­ე­რად ლი­დე­რი და არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან, ვინც პო­ზი­ტი­უ­რა­დაა თქვენ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი და გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

კურო
კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს თე­მებ­ზე უნდა შეძ­ლოთ მე­ტად კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და მათი და­ბა­ლან­სე­ბა. ანუ, ერ­თის გამო მე­ო­რე არ უნდა და­ა­ზა­რა­ლოთ. და­ი­ცა­ვით ჰარ­მო­ნია. შე­იძ­ლე­ბა მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღოთ ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, მშობ­ლე­ბის­გან ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, რომ გან­ვი­თარ­დეთ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მი­ი­ღოთ ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბა.

ტყუ­პი
და­ლან­სის დაც­ვა გე­ვა­ლე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვის­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გაქვთ (და-ძმე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი) და მათ­თან, ვინც თქვენ­გან შორ­საა (სა­ზღვარ­გა­რეთ) ან ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. გა­მო­ავ­ლი­ნეთ კარ­გი მოს­წავ­ლის თვი­სე­ბე­ბი და ამას­თა­ნა­ვე, შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც მო­გი­წი­ოთ სხვე­ბის­თვის რა­მის სწავ­ლამ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის გუ­რუს, მას­წავ­ლე­ბელს მი­აგ­ნოს, ვინც და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. ზო­გი­ერთ ტყუპს ელის მი­მოს­ვლა ახლო მან­ძილ­ზე (მივ­ლი­ნე­ბა), იუ­რი­დი­უ­ლი და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, გირ­ჩევთ ახ­ლა­ვე და­ი­წყოთ სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.

კირჩხი­ბი
ძი­რი­თა­დი თემა იქ­ნე­ბა ფული - და­ა­ბა­ლან­სეთ თქვეი და თქვე­ნი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი. გა­და­ხე­დეთ, იმ საქ­მე­ებს, სა­დაც გაქვთ ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დე­ბუ­ლი, ან ახლა აპი­რებთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას. მო­ა­წეს­რი­გეთ კრე­დი­ტებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, სა­და­ზღვე­ვო თან­ხას­თან, ალი­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, და­ფიქ­რდით, რისი შე­ძე­ნა გსურთ (შე­გიძ­ლი­ათ, სიაც კი ჩა­მო­წე­როთ), რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებთ.

ლომი
და­ა­ბა­ლან­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ბიზ­ნეს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­და­მი. პარტნი­ო­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი, რომ არ გა­ა­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან და უფრო მეტი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და სხვა, მა­ღალ დო­ნე­ზეც კი აიყ­ვა­ნოთ. წა­გე­ბას და გა­ფუ­ჭე­ბას, ჯო­ბია, მო­გე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, პარტნი­ო­რის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე რომ იფიქ­რებთ, ნურც სა­კუ­თარ თავ­სა და ინ­ტე­რე­სებს და­ი­ვი­წყებთ.

ქალ­წუ­ლი
ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­ში, რუ­ტი­ნა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ში და სურ­ვი­ლებ­ში, იდე­ა­ლე­ბის, მიზ­ნე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. თქვენ ერთ-ერთი სა­ი­მე­დო და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ხართ, მაგ­რამ ეცა­დეთ, არ და­ი­ვი­წყოთ სურ­ვი­ლე­ბი, ის, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მი­ე­ცით თავს დას­ვე­ნე­ბის, გან­მარ­ტო­ე­ბის, ლოც­ვი­სა და და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მო­უს­მი­ნეთ ში­ნა­გან ხმას, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას, გა­მო­ი­ძი­ნეთ და ეცა­დეთ, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც წეს­რიგ­ში გქონ­დეთ და სუ­ლი­ე­რიც. გარ­და ამი­სა, ბა­ლანსს სა­ჭი­რო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი და წმინ­და ად­გი­ლებ­ში (ეკ­ლე­სია-ტაძ­რე­ბი) გან­მარ­ტო­ე­ბა და ლოც­ვა.

სას­წო­რი
ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ებ­სა და იმ საქ­მე­ებს შო­რის, რა­საც მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებთ. ეცა­დეთ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც და­იც­ვათ და არც მე­გობ­რე­ბი­სა და­არ­ღვი­ოთ. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, შვი­ლებ­თან აგ­რეთ­ვე, გერ­თან, თუ ასე­თი გყავთ, თქვე­ნი მე­გობ­რის შვი­ლებ­თან. ისი­ნი შე­გიძ­ლი­ათ ერთ ჯგუფ­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნოთ და გა­არ­თოთ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როთ.

მო­რი­ე­ლი
აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბი, თქვენს ბი­ნას­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­აკ­ლოთ და არ და­ა­ზა­რა­ლოთ კა­რი­ე­რა, ბიზ­ნე­სი. შან­სი გაქვთ, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც იდე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლოთ და კა­რი­ე­რა­შიც მი­აღ­წი­ოთ წინსვლა­სა და აღი­ა­რე­ბა-და­ფა­სე­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი
და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს და-ძმებ­თან, მათ­თან, ვინც თქვენ­გან ხე­ლის ერთ გაწ­ვდე­ნა­ზეა და აგ­რეთ­ვე მათ­თან, ვი­საც ავ­ტო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევთ, ვინც სა­ზღვარ­გა­რე­თაა. აგ­რეთ­ვე, ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ სწავ­ლა­ში. შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე გახ­დეთ ან თქვენს ცოდ­ნას თავი მო­უ­ყა­როთ და ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა და­ი­წყოთ. იყა­ვით მზად ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად და სხვე­ბის­თვის ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლა­დაც. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შო­რე­უ­ლი მგზავ­რო­ბაც და ახ­ლოც, 2-3-დღი­ა­ნი.

თხის რქა
გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას შე­ი­ძენს თქვე­ნი და პარტნი­ო­რე­ბის ფუ­ლე­ბის მარ­თვის სა­კი­თხი. თქვე­ნი და­ვა­ლე­ბაა, გა­და­ხე­დოთ იმ თან­ხებს, რა­საც გა­ნა­გებთ, ამას­თა­ნა­ვე, უძ­რავ ქო­ნე­ბა­საც და იმ ცოდ­ნა­საც, რა­საც ფლობთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო მო­ი­ძი­ოს და ამა­ში სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­როს (კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ოთ ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ებს) ფუ­ლის შოვ­ნა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მო­გე­თხო­ვე­ბათ, მო­ა­წეს­რი­გე­ოთ გა­და­სა­ხა­დებ­თან, კრე­დი­ტებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი.

მერ­წყუ­ლი
ბა­ლან­სი და­ი­ცა­ვით სა­კუ­თარ თავ­სა და პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს შო­რის. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც საქ­მი­ა­ნი ასე­ვე პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი. კი­დევ ერთხელ უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ 3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა პლა­ნე­ტა ურა­ნის ძლი­ერ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის, ის კი თქვე­ნი მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლია. ამი­ტომ ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რებ­თან. თქვენ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ სწრაფ­ვამ შე­იძ­ლე­ბა თქვენ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეცა­დეთ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კი არა, პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ხოლ­მე. უფრო მე­ტიც, გა­ერ­თი­ან­დით სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის და ერ­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლით იმოქ­მე­დეთ. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­უკ­ვირ­დით იმ იდე­ებს, რაც ამ პე­რი­ოდ­ში და­გე­ბა­დე­ბათ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ იმუ­შა­ვებთ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, იმიჯ­ზე.

თევ­ზე­ბი
და­ა­ბა­ლან­სეთ ორი სფე­რო - თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ოც­ნე­ბა, გან­მარ­ტო­ე­ბა, სა­კუ­თარ სულ­თან "და­ლა­პა­რა­კე­ბა" და "და­მე­გობ­რე­ბა", მე­დი­ტა­ცია, გა­მო­ძი­ნე­ბა. ხში­რად ეს­ტუმ­რეთ წმნი­და ად­გი­ლებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ არტთე­რა­პია, ქველ­მოქ­მე­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ნუ და­ი­ვი­წყებთ თქვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია, თქვენს სამ­სა­ხურ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან.
loading...