აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

image
  • 279
loading...
პლა­ნე­ტე­ბი ისეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი აგ­ვის­ტო გვე­ლის. თვე 3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა კი ლო­მის ნი­შან­ში იქ­ნე­ბა, 27-ე გრა­დუს­ში 19 აგ­ვის­ტოს. თუმ­ცა, ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში 22 ივ­ლისს გა­და­ვი­და. ლომი არის ზო­დი­ა­ქოს წრის მე­ხუ­თე ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც მარ­თავს შე­მოქ­მე­დე­ბას, ბავ­შვებს, დღე­სას­წა­უ­ლებს, სიყ­ვა­რულს და სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და გარ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სფე­როს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იგ­რძნობ­და ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას, და­ე­ბა­დე­ბო­და ახა­ლი იდე­ე­ბი, გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან.

პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა 5 აგ­ვის­ტოს. ხოლო 20 აგ­ვის­ტოს - ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში. მერ­კუ­რი ძა­ლი­ან აჩ­ქა­რე­ბუ­ლია, თით­ქმის ორ გრა­დუსს გა­დის დღე­ში.

ვე­ნე­რა 7 აგ­ვის­ტოს ეს­ტუმ­რე­ბა კირჩხიბს.

15 აგ­ვის­ტოს პლა­ნე­ტა ურა­ნი გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი.

22 აგ­ვის­ტოს კი მზე გა­და­ი­ნაც­ვლებს ქალ­წულ­ში.
8-12 აგ­ვის­ტოს სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ენერ­გი­უ­ლობს პიკი, ეცა­დეთ, თქვე­ნი დრო, ძალა და ენერ­გია მხო­ლოდ კე­თილ საქ­მე­ებს მო­ახ­მა­როთ.

3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, მე-12 გრა­დუს­ში 19:58-ზე. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი დღეა. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი, რად­გან ეს არის ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის პიკი. შე­ამ­ჩნევთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­უ­რად აღ­გზნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ეც­ვა­ლოთ გან­წყო­ბა. გახ­დნენ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. გა­უჩ­ნდე­ბათ კა­მა­თის, ჩხუ­ბის სურ­ვი­ლი. ამი­ტომ, თქვენ იყა­ვით ფრთხი­ლი და კო­რექ­ტუ­ლი.

აგ­ვის­ტო­ში პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ორ ნი­შანს გა­ივ­ლის, ძა­ლი­ან სწრაფ­მოძ­რა­ვია. ეცა­დეთ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ იდე­ე­ბი, იყოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი გო­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გქონ­დეთ კარ­გი და ენერ­გი­უ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა. გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან. თა­ვა­დაც გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით თქვე­ნი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­ერ­თოდ, მო­ა­წყვეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი, დად­გით სპექ­ტაკ­ლე­ბი ოჯა­ხურ თე­ატ­რში. 20 აგ­ვის­ტოს ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვა (აქ დარ­ჩე­ბა 9 სექ­ტემ­ბრამ­დე). ამ პე­რი­დი­დან მო­ი­მა­ტებს ანა­ლი­ტი­კუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა და გახ­დე­ბით კრი­ტი­კუ­ლი წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და ხელ­საქ­მე. მარ­ტი­ვად მო­ა­წეს­რი­გებთ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ხე­დავთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

8 აგ­ვის­ტოს ვე­ნე­რა კირჩხიბს ეს­ტუმ­რე­ბა (აქ დარ­ჩე­ბა 6 სექ­ტემ­ბრამ­დე). ამ პე­რი­ოდ­ში ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით, მეტ-ნაკ­ლე­ბად გავ­ხდე­ბით მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე, ნაზი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ჰყავს ვე­ნე­რა კირჩხიბ­ში. კარ­გად ვიგ­რძნობთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბას. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მე­ტად მო­გინ­დე­ბათ სახ­ლში ყოფ­ნა, სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან.

მარ­სი, რო­გორც უკვე იცით, ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­შია (28 ივ­ნისს ეს­ტუმ­რა და 2021 წლის 7 იან­ვრამ­დე დარ­ჩე­ბა იქ), აქ ის თავს კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა, უნდა გი­თხრათ, რომ 10 აგ­ვის­ტოს მარ­სი ლი­ლიტს შე­ურთდე­ბა და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს მარ­სის ცუდ თვი­სე­ბებს: აგ­რე­სი­ას, სიბ­რა­ზეს, და­მან­გრე­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბი, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გირ­ჩევთ, +/- 3 დღე იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვი­დი, გა­აზ­რე­ბუ­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. გარ­და ამი­სა, მარ­სი (აქ­ტი­უ­რო­ბა, აგ­რე­სია) ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დულ პლა­ნე­ტებ­საც. 4 აგ­ვის­ტოს იუ­პი­ტერს (ხალ­ხი, ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი). 13 აგ­ვის­ტოს პლუ­ტონს (ტრანსფორ­მა­ცია, ძლი­ე­რი ძა­ლე­ბი), ეს ერთ-ერთი ძლი­ე­რი და საკ­მა­ოდ მძლავ­რი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გვეთ­ქვა, რომ ამ ას­პექტს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ცუდი მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის გავ­ლე­ნა ასე­თი ძლი­ე­რი არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სიფრ­თხი­ლე, თავ­შე­კა­ვე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა არა­ვის გვა­წყენს.

24 აგ­ვის­ტოს მარ­სი სა­ტურნს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ცოტა შე­არ­ბი­ლეთ ტონი, ცოტა მო­თო­კეთ თავი, ცოტა მე­ტად და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, წე­სე­ბი - ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ზარ­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. უმ­ჯო­ბე­სია, კო­რექ­ცი­ე­ბი შე­ი­ტა­ნოთ მიზ­ნებ­ში, გა­აქ­ტი­ურ­დეთ საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და არა აგ­რე­სი­ით ან ბრძო­ლით, არა­მედ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და წვრილ­მა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით.

15 აგ­ვის­ტოს პლა­ნე­ტა ურა­ნი კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) ხდე­ბა (ურა­ნი გა­ას­წო­რებს სვლას 2021 წლის 14 იან­ვარს). ნაკ­ლე­ბი რის­კი გმარ­თებთ, მეტი სიფრ­თხი­ლე ავტო და ავი­ამ­გზავ­რო­ბი­სას, ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან. ეს ას­პექ­ტი ყვე­ლა­ზე არ იმოქ­მე­დებს, მათ­ზე, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში ურან­თან და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი აქვს.

19 აგ­ვის­ტოს, 20:08-ზე ახალმთვა­რე­ო­ბასვე­ლო­დე­ბით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. მო­სა­ლო­ცად გვაქვს საქ­მე, რად­გან შე­და­რე­ბით სა­სი­ა­მო­ვო დღე იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი გა­აზ­რე­ბუ­ლად და გო­ნებ­რი­ვად იმოქ­მე­დე­ბენ. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა კა­რი­ე­რას­თან, ბიზ­ნეს­თან, ხან­გრძლივ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი. გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ, სა­სურ­ვე­ლია, 10 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­აგ­ვა­როთ საქ­მე­ე­ბი, სა­ნამ პლა­ნე­ტა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) გახ­დე­ბა. აქვე უნდა გა­გა­ხა­როთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა პლა­ნე­ტე­ბის ვე­ნე­რე­სა და ურა­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბი მოგ­ვი­ტა­ნოს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ვნე­ბი­ა­ნი გრძნო­ბე­ბი.

და­ბო­ლოს, 22 აგ­ვის­ტოს მზე გა­და­ი­ნაც­ვლებს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში.

ბედ­ნი­ერ და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე აგ­ვის­ტოს გი­სურ­ვებთ!
loading...