ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია - რა ინფორმაცია ამოიღეს ბაჩალიაშვილის კომპიუტერუდან?

image
  • 383
loading...
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ამოღებულია თუ არა პროგრამისტის კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ჯერ ვერ აკონკრეტებს.
"იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში, ეს უკვე გახსნილი იყო. მე ჩავერთე 22-ში - ჩემი ორდერი ქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.

დღესაც ბოლომდე არ ვარ დარმუწნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე" - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ Facebook გვერდს, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ.
loading...