ამ წუთებში მცხეთაში ორი ადამიანი მოკლეს

image
  • 454
loading...
მცხეთაში მკვლელობა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია ორი პირი.
მათივე ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
loading...