''ამ ადამიანის ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში... ეს ყველაფერი თავისი ჭკუით დაალაგეს და ისევ ჩააგდეს წყალში, რაც შეეხება ამირხანაშვილს დაზარალებულის სტატუსი შეიძლება შეიცვალოს და ბრალდებული გახდეს'' - ადვოკატი გიორგი ყიფშიძე

image
  • 1 886
loading...
19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის გიგა ტატიაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს რომ შემთხვევის ადგილზე მესამე მანქანა ყოფილიყო.

როგორც ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღის განმავლობაში წყალში არ ყოფილა და მისივე თქმით, ცხედარს ხრწნის კვალი არ ეტყობოდა.
"ჩვენი ყურადღება მიიპყრო სურათებმა, ვთვლით რომ ეს იყო პიკი. ამ ადამიანის ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. ხარისხიანი სურათები იყო და ბევრ რამეზე მეტყველებდა. მას ხრწნის დიდი კვალი არ ეტყობოდა ფოტოზე მიცვალებულს.

ჩვენ მესამე მანქანა პირობითად ვთქვით, შეიძლება იქ იყო მეოთხეც და მეხუთეც. ეს იყო ჩვენი მხრიდან ნათქვამი ისე, რომ აუცილებლად იმ ადგილას, ვიღაცამ იმუშავა და რაღაც სხვა მოხდა კიდე.
არ არის გამორიცხული რომ ეს ბავშვი წაიღეს და შემდეგ მოიტანეს. ეს ყველაფერი თავისი ჭკუით დაალაგეს და ისევ ჩააგდეს წყალში – ეს იყო ჩვენი ვარაუდი“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გიორგი ყიფშიძე.

რაც შეეხება „ოქროს მოწმის“ ამირხანაშვილს, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში შესაძლოა დაზარალებულების სტატუსი შეიცვალოს და ბრალდებული გახდეს.

„ერთი აპრიორი, რაც არის წყალგაუვალი ამ საქმეში არ არსებობენ გინდა თუ არა დაზარალებულები და არავინ არ ვიცით, ვინ რა დროს გახდება დაზარალებული ბრალდებული“, – ამბობს ადვოკატი.
loading...