შაქარაშვილის ცხედარი სანამ წყალში აღმოჩნდებოდა, მანქანაში იყო დასვენებული - მთავარი არხი

image
  • 5 569
loading...
„მთავარი არხის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გარდაცვლილი შაქარაშვილის ცხედარი სანამ წყალში აღმოჩნდებოდა, მიკროავტობუსის ტიპის მანქანაში იყო დასვენებული, რაც საქმის ახალი დეტალია.

ასევე 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე „კაწრომდე“ მიდის, რომელიც, ე.წ კანონიერი ქურდია.

აღნიშნული ინფორმაცია „მთავარი არხის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების დეტალური გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს.

საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ, სწორედ „კაწრო“ ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

მოპოვებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.

ასევე „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის ტიპის,  სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, დასვენებული იყო.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან იცის, თუმცა, მტკიცებით ფორმაში რამის თქმა არ შეუძლია.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, არსებობს საეჭვო გაარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გავლენიანი მფარველები გამოძიების მიმართულების შეცვლას ცდილობენ.

მთავარი არხის წყაროების ცნობით, ე.წ. ნახალოვკის სპორტსმენების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი.
loading...
მსგავსი სიალხებეი