"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 176
loading...
19 წლის გა­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. რო­გორც მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე  აცხა­დებს, შა­ქა­რაშ­ვილს არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტი­ზის მიერ არის აღ­წე­რი­ლი, რა­ი­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

"დღეს რა სი­უ­ჟე­ტიც გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, იყო სრუ­ლი სიც­რუე. სა­ი­დან მო­აქვთ, ან სა­ი­დან იგო­ნე­ბენ?! რო­გორც ვას­კვნი, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე მე­ტად, სკან­და­ლე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბი აღელ­ვებთ. მე არ მი­ნა­ხავს ეს სი­უ­ჟე­ტი. გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო. ყო­ველ­დღე უყუ­რებს ეს გოგო მისი შვი­ლის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მებს და გული უს­კდე­ბა. ნა­მუ­სი არ აქვთ მა­გათ, არც შვი­ლი აინ­ტე­რე­სებთ და არც დედა. ორი სას­წრა­ფო უდ­გას დღე­ში დე­და­მისს სახ­ლთან.
სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, რომ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და?! არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ ჰქონ­და გი­ორ­გის. მას რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქო­და, ისი­ნი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით. კი­დევ ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ გავ­რცელ­და ინფრ­მა­ცია, თით­ქოს მოც­ლი­ლი ჰქონ­და, ესეც სიც­რუ­ეა. ექ­სპერ­ტმა ბევ­რჯერ თქვა გარ­კვე­ვით, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა რა­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს ამ ეტაპ­ზე. მას ჰქონ­და რო­გორც გა­რე­გა­ნი ისე ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია რო­დის და რის­გან მი­ად­გა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩა­ვარ­დნის მერე მი­ად­გა, შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დე და მერე გა­და­აგ­დეს წყალ­ში. სწო­რედ ამ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზამ და ამას ლა­ბორ­ტა­ო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და დრო სჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, დღეს "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს სხე­ულ­ზე ჰქონ­და 10-მდე და­ზი­ა­ნე­ბა. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია კი­დუ­რის მო­ტე­ხი­ლო­ბა­ზეც.
loading...
მსგავსი სიალხებეი