„არც ჩემი მეუღლე და არავინ ჩვენი ახლობელი ამ ტრაგედიასთან კავშირში არ არის! აბსრუდია დღევანდელი თქვენი სიუჟეტი!"- შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

image
  • 2 350
loading...
ტელეკომპანია „მთავარმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და მათივე ინფორმაციით შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცნობი დეტალები გაარკვია.

მთავარი არხის ინფორმაციით, არსებობს საეჭვო გაარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გავლენიანი მფარველები გამოძიების მიმართულების შეცვლას ცდილობენ.
მთავარი არხის წყაროების ცნობით, ე.წ. ნახალოვკის სპორტსმენების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი. აღნიშნული პირი აკონტროლებს ნაძალადევის რაიონს და “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნოდ ქუჩის კონტროლი ამ უბანში სწორედ ბილანიშვილის მეშვეობით ხორციელდება.

ავთო ბილანიშვილი არის ბერა ივანიშვილის ყველაზე ახლო მეგობარი, ბერა მისი ბავშვის ნათლიაა და სოციალურ ქსელში არის მათი ახლო კავშირების დამადასტურებელი არაერთი ფოტო. მთავარი არხისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა ბილანიშვილი დანაშაულის ადგილზე ან გასცა თუ არა განკარგულება, ამ მისი დაჯგუფების მცხეთაში გაგზავნასთან დაკავშირებით. თუმცა, არხის წყაროების ცნობით, სწორედ ბილანიშვილს და მის გავლენიან მფარველს, ბერა ივანიშვილს უკავშირდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე პოლიციას არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და იძულებული არ გახდა დაეკავებინა სპროტსმენები, მხოლოდ ამ ეტაპზე შაქარაშვილის მკვლელობის ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდების გარეშე, რაც საეჭვოს ხდის, დაკავებული პირები რეალურად მძიმე სასჯელის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

ამ სიუჟეტთან დაკავშირებით, ავთო ბილანიშვილის მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „მთავარი“ არხი გააკრიტიკა.

„დაიჯესტი" ბილანიშვილის მეუღლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას!იმ წუთიდან რაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ ვართ შეძრწუნებულები მთელი ოჯახი!!!გული მტკივა ,როცა მსგავსი ტრაგედია ხხდება ჩვენს ქვეყანაში!ყველაზე საშინელება ის არის,როდესაც მსგავს ტრაგედიას იყენებს მთავარი არხი • Mtavari Arkhi თავიანთი ბინძური პოლიტიკური თემებისთვის!!!არც ჩემი მეუღლე და არავინ ჩვენი ახლობელი ამ ტრაგედიასთან კავშირში არ არის!აბსრუდია დღევანდელი თქვენი სიუჟეტი!!!!სირცხვილიააააა"- წერს ბილანიშვილის მეუღლე.
loading...