“ავტომობილით 2 მამაკაცი დაედევნა და გაუსწორდნენ…” – ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ

image
  • 2 245
loading...
სახლიდან, სადაც გაუჩინარებული ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ბოლოს იმყოფებოდა პოლიციამ მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის ბლაგვი საგანი. ამის შესახებ „რუსთავი 2“ იუწყება

გარდა ამისა, საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ახლობლებმა ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, ამირხანაშვილი აცხადებს, რომ ეს დაზიანებები მან არა ფიზიკური დაპირისპირების დროს, არამედ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისისკენ მიმავალ გზაზე ნაძალადევის რაიონიდან ჩამოსული ბიჭებისგან დამალვას ცდილობდა. მისი განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მასსა და აღნიშნულ ახალგაზრდებს შორის არ მომხდარა.

მოწმეების ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეების დიდ ნაწილს დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ყველამ იცის, რომ დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარეკა თბილისში და მეგობრებს დახმარება სთხოვა.

გიორგი შაქარაშვილმა და გურამ ამირხანაშვილმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს , რაც ადგილზე მოხდა კონფლიქტი. მათ გაარიდეს ვითარებას თავი. მას შემდეგ, რაც ისინი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მათ დაეწია ავტომობილი. ავტომობილში 2 პირი იჯდა, ისინი გაუსწორდნენ იქვე ახლოს მყოფ 2 მამაკაცს, საიდანაც ერთ-ერთი არის ვახო ახვლედიანი და რომელიც მოწმის სახით გუშინ ჰყავდათ ტერიტორიაზე სამართალდამცველებს.
loading...