ცაგარელის გაფრთხილება - 21 ივნისი გახლავთ მნიშვნელოვანი დღე სამყაროში...

image
  • 4 673
loading...
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 21 ივნისის დღის მნიშვნელობაზე სოციალუ ქსელში პოსტს აქვყნებს და ადამიანებს ამ დღესთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს აძლევს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21 ივნისს დილით, 11 საათს რომ 20 წუთი დააკლდებაერთდროულად იქნება მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და ზაფხულის მზებუდობა (დღე-ღამის თანასწორობა) !

ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დღე სამყაროში...
ყველაზე გრძელი დაბნელებების დერეფანია, რომელიც 5 ივლისს სავსემთვარეობაზე მთვარის დაბნელებით დამთავრდება... ამ დაბნელებების გრძელი დერეფნის ეფექტები უახლოესი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ყველანი ვიგრძნობთ სხვადასხვა ცვლილებების სახით...

ამიტომ ვეცადოთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი, თუნდაც ელემენტარულით დაიწყეთ, მაგალითად ახალი რაც გაქვთ დაიწყეთ მათი გამოყენება, ძველები კი მოიშორეთ, რადგან ცვლილებების გზაზე ხელს შეგიშლით!..

დაჯექით და ჩამოწერეთ ყველაფერი რა მიზნებსაც გინდათ მიაღწიოთ, დაიწყეთ სურვილების განხორციელება, თუნდაც იყოს უმნიშვნელო სურვილი, გააკეთეთ...

გახსოვდეთ! თქვენს სურვილებში არავის ცხოვრება არ უნდა ზიანდებოდეს!... სურვილი მხოლოდ პირადად თქვენ უნდა გეხებოდეთ და სხვას არავის!... მხოლოდ თქვენ და თქვენს განვითარებას ამ ცხოვრებაში!...

დაამთავრეთ და დაუსვით წერტილი არაფრის მომცემ საქმეებს, პროექტებსა და იდეებს!ასევე დაემშვიდობეთ სამუდამოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯანსაღ ურთიერთობას ვერ მიაღწიეთ!..

მოიშორეთ შურიანი, ეგოცენტრული და აგრესიით სავსე ადამიანები!...თქვენ მათთვის აღარ გცალიათ, რადგან სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ!“

სიკეთეს გისურვებთ სიყვარულს გისურვებთ სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს გისურვებთ
loading...