ატირებული 9 წლის ბიჭის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს – ნახეთ ტირილის მიზეზი

image
  • 356
loading...
9 წლის ადამი ატირდა, როდესაც თვეების შემდეგ დედამ McDonald’s მიუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სინგაპურში სწრაფი კვების ობიექტები დაიკეტა. სწორედ ამიტომ, თვეების განმავლობაში ადამს არ შეეძლო McDonald-ის საკვები ეჭამა.
ადამის დედამ მაინც მოახერხა შვილისთვის მისი საყვარელი საკვები მიეტანა.

ადამის რეაქცია საოცარი იყო. ის ატირდა. ადამის დედის, ვატის თქმით, მას ძალიან უყვარს ნაგეტსები, კარტოფილი ფრი და ნაყინი.

„მისი ასეთი ემოციური რეაქცია იქიდანაა გამოწვეული, რომ ადამი აუტისტური სპექტრის მქონეა“,- ამბობს ვატი. ვატიმ ადამის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოს 73 000 ათასი ნახვა აქვს.
loading...