მოხსნილი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტი საათი - რა ხდება ამ წუთებში თბილისის ქუჩებში

image
  • 565
loading...
23 მაისიდან, ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა.

მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა, რიგი შეზღუდვები ძალაში რჩება:

ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება და ეს იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

23 მაისის შემდეგ, ასევე ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა.

ტანსაცმელითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა.

ასევე, შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.

შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ყველა ამ შეზღუდვის ეტაპობრივად მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ქვეყანაში კონკრეტული მომენტისათვის.
loading...