მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საბანკო გადასახადები კიდევ 3 თვით გადაავადონ -გიორგი გახარია

image
  • 315
loading...
ბანკის გადასახადები გარკვეული ჯგუფისთვის სამი თვით კიდევ გადავადდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ორი პირობა დაასახელა, რა შემთხვევაშიც ადამიანს სესხი გადაუვადდება.
„ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება, სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხი.

ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუმცირდა შემოსავალი, სურვილის შემთხვევაში მიმართავს ბანკს  და გადაუვადება სესხი, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“,- აღნიშნა გახარიამ.
loading...