რამდენიმე დღეში მანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა უქმდება

image
  • 34 971
loading...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ეპიდემიოლოგების ერთი ნაწილის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, რომელსაც 22 მაისს ეწურება ვადა, სხვა კონკრეტული აკრძალვებიც უნდა მოიხსნას, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა და ა.შ. თანაც, დღეს არსებული ეპიდვითარება დადებითად ფასდება და ამ შეზღუდვების მოხსნით, ახალი, მორიგი აფეთქება მოსალოდნელი არ არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 20 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად კონკრეტულად რა შეზღუდვები მოიხსენება. შესაძლოა საუბარი იყოს კერძო ავტომობილებით 3 ადამიანზე მეტის გადაყვანის შესაძლებლობაზეც, თუმცა ეს ჯერჯერობით ტაქსებზე ვერ გავრცელდება.

„ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა და შემდგომ მიიღება გადაწყვეტილებები. არსებობს ექვსეტაპიანი შემსუბუქების გეგმა, ზოგიერთი ეტაპი წინ გადმოდის ხოლმე ეპიდსიტუაციის მიხედვით და ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. ეს საკითხი არის საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივა. 22 მაისს ნამდვილად უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კიდევ შემსუბუქდება დარჩენილი შეზღუდვებიც", - განუცხადა გამყრელიძემ „რეზონანსს".
loading...