33 - მარტოხელა და კახელი პოლიციელის სიკეთე

image
  • 538
loading...
კახეთში, პოლიციელი, 33 მარტოხელას პურით ყოველდღიურად უსასყიდლოდ ამარაგებს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქველმოქმედების ინიციატორი იოსებ გომურაშვილია, რომელიც თბილისში, პატრულ-ინსპექტორად წლებია მუშაობს, თუმცა წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან არის.

სამართალდამცველს ქველმოქმედების შესახებ საუბარი თავად უჭირს, თუმცა გომურაშვილის მხრიდან გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხსიმგებლოbის ისტორია მთელმა სოფელმა იცის.

კისისხევში ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა აკრძალვები და მთელი რიგი რელულაციები ამოქმედდა, გომურაშვილმა, ოჯახის საკუთრებაში არსებული პურის საცხობიდან ათობით მარტოხელა ადამიანის დაპურება გადაწყვიტა.

სოფელ კისისხევში, პური მარტოხელებთან ადგილობრივ ახალგაზრდას მიაქვს. ვალერი ბოჭორიშვილი პროცესში მოხალისედ ჩაერთო, რომელიც პოლიციელის ქვემლოქმედების შესახებ imedinews-თან დეტალურად ყვება.

,,იოსებ გომურაშვილს სოფლის ცენტრში აქვს თონე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მან მარტოხელების დახმარება გადაწყვიტა. მათი მონაცემები მოიძია, გადაამოწმა და ახლა ის ყოველდღიურად 33-ადამიანს ეხმარება. პური თითოეულ ოჯახში მე მიმაქვს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ყველა როგორი მადლიერი და გახარებულია.შენი თვალით ნახო ეს ყველაფერი, მადლიერი და იმედიანი თვალები მოკლედ, ძალიან ემოციურია. ეს არის სამაგალითო საქციელი, რომელიც დასაფასებელია“, - ამბობს ვალერი ბოჭორიშვილი, რომლის ინფორმაციით, მარტოხელების დახმარება 22-მაისამდე ანუ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაგრძელდება.
loading...