პატრონს ძაღლი მანქანის სახურავით გადაყავს

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 547
loading...
ჩინეთში პატრონს ძაღლი მანქანის სახურავით დაყავს. ჩანაწერს ქალაქ ლეშანის პოლიცია ავრცელებს. ვიდეოზე კარგად ჩანს თუ როგორ დაატარებს პატრონი მანქანის სახურავზე შემოსკუპულ ძაღლს.

Daily Mail-ის ცნობით, პოლიციას თვითმხილველებმა შეატყობინეს, ხოლო პატრონმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ძაღლი გაწვრთნილია და გადაადგილებისას პრობლემა არასდროს შექმნიათ. საპირისპიროს ამტკიცებს ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს, თუ როგორ ვარდება დამუხრუჭებისას ძაღლი საქარე მინაზე, რომელიც შემდგომ ისევ მანქანის სახურავზე ბრუნდება.

პატრონის თქმით, მას ძაღლი ვეტერინართან მიყავდა, ხოლო სალონში ადგილი არ აქვს, შესაბამისად კარკასი ძაღლის გადაყვანის ერთადერთი საშუალებაა.
loading...