ვარკეთილში "ბირჟამ" პატრულის თანამშრომლებს ჯოხები ურტყეს იხილეთ გამაოგნებელი კადრები

image
  • 29 634
loading...
ვარკეთილში, სამართალდამცველებმა პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ექვსი პირი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები შენიშნა და მათ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა, რასაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.

ისინი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ვითარების დაძაბვას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

შედეგად, ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც პგულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების ვიდეო Facebook-ში გავრცელდა.


loading...
მსგავსი სიალხებეი