"...ეს მოხდება 15 აპრილს, თანდათანობით უნდა დაიწყოს სიტუაციის დასტაბილურება" - ასტროლოგი ქეთი ვაწაძე კორონავირუსზე

image
  • 3 678
loading...
ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე დღე­ვან­დე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­კუ­თარ პროგ­ნოზს გვთა­ვა­ზობს:

"დღეს დი­ლით, 6:35 წუთ­ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პიკი იყო სას­წო­რი-ვერ­ძის ღერძზე. თქვენ უკვე იცით, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას­თან, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას­თან, იმ­პულ­სურ ქმე­დე­ბებ­თა­ნაა ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა გვმარ­თებს ამ დღე­ებ­ში, მით უფრო პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა, უარი თქვით უხე­შო­ბა­სა და კინ­კლა­ო­ბა­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას, ბევ­რს შე­საძ­ლოა თა­ვის ტკი­ვილ­მა, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­მა შე­ახ­სე­ნოთ თავი.

რაც ეხე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს - რო­გორც ამას­წინ დავ­წე­რე, ახ­ლაც იმა­ვეს ვი­ტყვი, წე­სით, ბევ­რად უნდა შემ­სუ­ბუქ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც თევ­ზე­ბის ზო­ნას მერ­კუ­რიც და­ტო­ვებს. ეს 15 აპ­რილს ხდე­ბა. თან­და­თა­ნო­ბით უნდა და­ი­წყოს სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა. მთა­ვა­რია - არა­ნა­ი­რი უი­მე­დო­ბა და შიში! სწო­რედ ეს ასუს­ტებს იმუ­ნი­ტეტს. ში­შის ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოვ­ლე­ნა!
ახლა მთა­ვა­რია გავ­ცეთ პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებს - რა­ტომ გა­მოგ­ვკე­ტეს სახ­ლში? რისი თქმა სურს ამით სამ­ყა­როს ჩვენ­თვის? რაც მალე ვი­პო­ვით პა­სუ­ხებს, მით მალე გა­მო­ვალთ ამ ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ეს, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის, ისე მთლი­ა­ნად სამ­ყა­როს­თვის გა­მოწ­ვე­ვაა. ტყუ­ი­ლად არ დგას სა­ტურ­ნი (შე­ზღუდ­ვა) სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნი­შან­ში, მერ­წყულ­ში. გა­და­ფა­სე­ბის, ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის, რე­ფორ­მე­ბის დრო მო­ვი­და. სხვაგ­ვა­რად, არ გა­მო­ვა. ჯან­მრთე­ლო­ბას, დღეგ­რძე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!"
loading...