რა სიკეთე აქვს მუცელზე წოლას კორონავირუსით დაავადებულებისთვის

image
  • 1 026
loading...
რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომელმაც პაციენტებისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, კრიტიკულ პაციენტებში არსებობს ტერმინი მუცელზე წოლასთან დაკავშირებით.

„როდესაც ზურგზე წევხართ, ერთ მდგომარეობაში ფილტვებსაც აქვს წონა და აწვება თქვენს გულმკერდის ღრუს და ზომაში პატარავდება. მუცელზე გადმობრუნება, ფილტვის გაშლის თვალსაზრისით, ფილტვი გაიშალოს და ისუნთქოს, არის ის ლოგიკა, რამაც რამდენიმე ექიმს ათქმევინა - მუცელზე დაწექით. მე არ ვიცი, რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არ გავნებთ“, - განაცხადა მაჩაიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
loading...