რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად COVID-19-სგან?

image
  • 1 400
loading...
კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტიც და­ი­წყო, რად­გან მათ­ზე მო­თხოვ­ნა სწრა­ფად გა­ი­ზარ­და. მომ­წო­დებ­ლებ­მა ამ ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლეს და მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა გა­უ­ჭირ­დათ.

გაჩ­ნდა ახა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა - ნაჭ­რის პირ­ბა­დე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორ­ცაღ­მოჩ­ნდა, იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი არ არის, რამ­დე­ნა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნიღ­ბის მსგავ­სად, ისიც ერთჯე­რა­დია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, ის მა­ინც დე­ფი­ცი­ტურ პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა. ამას­თან, ხში­რად და­ის­მის კი­თხვა, სა­მე­დი­ცი­ნო ან ნაჭ­რის პირ­ბა­დის ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლად ვართ თუ არა და­ცუ­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან? ან რო­მე­ლი ნიღ­ბის ტა­რე­ბი­სას ვართ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ?

ქი­რურ­გი­უ­ლი პირ­ბა­დე

ქი­რურ­გი­უ­ლი პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­გან იცავს. რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გან­მარ­ტა, კო­რო­ნა­ვირუ­სი ცე­მი­ნე­ბით, ხვე­ლით, ლორ­წო­ვა­ნით გა­და­დის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის პირ­ბა­დე კი ამ პრო­ცესს უშ­ლის ხელს.

მი­უ­ხე­და­ვად მისი ეფექ­ტუ­რო­ბი­სა, ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი 2 სა­ათ­ში კარ­გავს თა­ვის ფუნ­ქცი­ას და ის სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ვირუ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ვე­ღარ იცავს. პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტუ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში კი რთუ­ლია მისი ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ ცვლა.

ამას­თან, ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა თვალ­თან კონ­ტაქ­ტი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა თუ მი­ტა­ნის სერ­ვი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს, რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვათ, თვა­ლიც იზო­ლი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რა­საც ქი­რურ­გი­უ­ლი პირ­ბა­დე ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­სუნ­თქი გზე­ბის დამ­ცა­ვი ნი­ღა­ბი

პრო­დუქ­ტი გვი­ცავს და­ვირუ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, თუ მას სწო­რად ვა­ტა­რებთ. ისი­ნი ქი­რურ­გი­ულ პირ­ბა­დე­ზე უფრო სქე­ლია და ბაქ­ტე­რი­ებს სა­სუნ­თქ გზებ­თან შეღ­წე­ვა­ში უშ­ლის ხელს, თუმ­ცა30 წუთი არის ის სა­შუ­ა­ლო დრო, როცა ჩვენ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ნი­ღა­ბი გვი­ცავს. შემ­დეგ შიგ­ნი­დან სველ­დე­ბა, მისი ზე­და­პი­რი კი ვირუსს ვე­ღარ ბლო­კავს. გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სუნ­თქი გზე­ბის დამ­ცა­ვი ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, სუ­პერ­მარ­კეტ­ში თუ ისეთ ად­გი­ლებ­ზე ვი­ზი­ტი­სას, სა­დაც დიდ­ხანს არ ვჩერ­დე­ბით და არა ოფი­სებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ამას­თან, სა­სუნ­თქი გზე­ბის დამ­ცა­ვი პირ­ბა­დე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლია, რად­გან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა ეწყე­ბათ.

ნაჭ­რის ნი­ღა­ბი

ქი­რურ­გი­უ­ლი და სა­სუნ­თქი გზე­ბის დამ­ცა­ვი პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ნაჭ­რის ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა და­ი­წყო, რაც სუ­ლაც არ არის ისე­თი ეფექ­ტუ­რი, რო­გორც გვე­გო­ნა.ქი­რურ­გი­უ­ლი პირ­ბა­დის მსგავ­სად, ნაჭ­რის ნი­ღა­ბიც გვი­ცავ­სინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, თუმ­ცა მცი­რე დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, ნეს­ტი­ან­დე­ბა და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა. ამას­თან, ნაჭ­რის პირ­ბა­დე ნაკ­ლე­ბად ბლო­კავს ვირუ­სის სა­სუნ­თქ სის­ტე­მამ­დე მი­სას­ვლელ გზებს.

ფა­რის ტი­პის ნი­ღა­ბი

იმის გამო, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი ნიღ­ბე­ბი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით ვერ გა­მო­ი­ჩე­ვა, რომ 95%-ით მა­ინც ვი­ყოთ და­ცუ­ლე­ბი ვირუ­სის­გან, ახა­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა.

ფა­რის ტი­პის ნი­ღა­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა, რად­გან ის ადა­მი­ანს რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, ისე მისი მი­ღე­ბის­გან იცავს.

გარ­და სა­სუნ­თქი გზე­ბი­სა, ფა­რის ტი­პის ნიღ­ბით სრუ­ლად არის და­ცუ­ლი თვა­ლის ზონა და კა­ნის ზე­და­პი­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­რის ტი­პის ნიღ­ბებს არ აქვთ დაც­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი დრო, რო­გორც ქი­რურ­გი­ულ ან სხვა პირ­ბა­დე­ებს. ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის და­ცუ­ლია, როცა მას ატა­რებს.
მათი გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პერ­სო­ნა­ლის­თვის: სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და აფ­თი­ა­ქე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მი­ტა­ნის სერ­ვი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სხვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რის ტი­პის ნიღ­ბე­ბის საც­დე­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი „ფა­ვო­რიტ სტი­ლის“ მიერ 2 კვი­რის წინ და­ი­ბეჭ­და და ახლა 300-ზე მეტი მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო ქარ­თუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სწო­რედ ამ ნიღ­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის დამ­ცა­ვე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა აღი­ა­რეს არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მსგავ­სი ნიღ­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო ამე­რი­კულ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა „ფორდმაც“.
loading...