მარნეულში და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა (LIVE)

image
  • 1 143
loading...
ეს არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ველოდით და პერიოდულად ვიძახდით“, - ამის შესახებ პრეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში დაფიქსირებულ ახალი შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფიცირების წყარო უცნობია და შესაბამისად, ეს არის შიდა გავრცელება.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

loading...

მსგავსი სიალხებეი