მამაკაცი, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილი საბავშვო პარკში გავიდა და ბავშვებთან ერთად სეირნობდა

image
  • 7 051
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინში გადაიყვანა. შეამოწმეს ასევე დედა, ძმა, რძალი და სამი მცირეწლოვანი ძმისშვილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან დაბრუნდა, სავალდებული თვითიზოლაციის ნაცვლად კი საბავშვო პარკში ბავშვებთან და სხვა მეზობლებთან კონტაქტობდა.

ცნობისთვის: შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინა. საერთო ჯამში საკარანტინო ზონებში იძულების წესით 127 ადამიანია გადაყვანილი.
loading...
.

loading...