სისხლიანი რეჟიმის ვირტუალური გამგრძელებელი "მთავარი არხი"

image
  • 6 946
უკვე რამოდენიმე დღეა ქვეყნის მთავარი სიცრუის მანქანა ცდილობს მოსახლეობაში დათესოს შიში, უიმედობა, პანიკა! სჩადიან ბოროტებას ერისა და ქვეყნის წინაშე!
გვახსოვს 9 წელი როგორ ცდილობდნენ ვყოფილიყავით უიმედოდ, განადგურებული, დაშინებული, ახლა რეჟიმი გრძელდება ტელევიზიით და ცდილობს გაანადგუროს ყველა ვინც მათ "მეფე მიშას" ხელს უშლის დაბრუნებაში, ეს ყველა არის ხალხი, ხართ თქვენ, ვართ ჩვენ!
ვუყურებ როგორ ბედნიერი სახით აცხადებენ, რომ როგორც იქნა დაფიქსირდა კორონა საქართველოში, რომ დავიღუპეთ, რომ ქვეყანა მზად არ არის თავის დასაცავად, რომ არ გვყავს ექიმები, არ არსებობს იმედი და რომ კორონა მკვლელი ვირუსია!
"მთავარი არხი" ტყუის!
კიდევ ერთხელ ცდილობენ გაგვანადგურონ იმ რესურსით რაც გააჩნიათ! "ცხრა წელი" გრძელდება ტელევიზიით!
ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა მაგრამ პირველად ვამართლებ ამ არხის ჟურნალისტების მიმართ გამოცხადებულ ბოიკოტს, პირველად არ ვარ სოლიდარული!
მათი ყველა ქმედება ემსახურება თქვენს დათრგუნვას, თუ ამას ფატალური შედეგი მოჰყვა მათი მიზანი და სურვილი შესრულდება!
მსოფლიო ერთიანდება კორონას წინააღმდეგ, მხოლოდ მთავარი არხი დგას მეორე მხარეს!
ნუ აჰყვებით პანიკას, კორონა ვირუსი არამც და არამც არ არის მკვლელი ვირუსი!
ქვეყანა მზად არის მიიღოს რთული გამოწვევა.
რთულია მაგრამ არაფერია მოუგვარებელი, ჩვენ გვყავს მედ პერსონალი რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ყველაფერს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ყველანაირი სირთულის გადასალახავად!
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველივე დღიდან ამ წუთამდე გვეუბნება რომ არ ავყვეთ პანიკას, დავიცვათ ჰიგიენა, საფრთხილოა მაგრამ არა საგანგაშო!
ქართველ ერს არასოდეს შეშინებია! ერთობა, ადამიანობა, სიკეთე და თანადგომა იყო ჩვენი ფარი და დღესაც ერთგულად გვიცავს! ჩვენ ვართ ერი რომელმაც სამამულო ომს გაუძლო, გაუძლო ღალატს, უძლებს ტკივილს და მაინც არ ნებდება!
კორონა ვირუსი არის მხოლოდ ერთი, რიგითი სუსტი რგოლი რომელსაც გავწყვეტთ, დავამარცხებთ!
პანიკის საფუძველი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ რისკები რომელსაც თავიდან ავირიდებთ, სუფთა ხელით, ჰიგიენური ნორმების დაცვით, ჯანსაღი კვებით, სწორი მკურნალობის მეთოდით.
ნუ აჰყვებით პანიკას, მე ვენდობი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და არ ვენდობი მთავარ სიცრუის მანქანას!
გთხოვთ ნუ დაემორჩილებით შიშით, ნუ დანებდებით უიმედობით და ნუ დამარცხდებით სასოწარკვეთილებით! - წერს ჟურნალისტი ნათია ბერიძე
loading...

loading...