რას ნიშნავს კორონავირუსი და არის თუ არა ყველა კორონავირუსი ის, რაც ჩინეთში მძვინვარებს

image
  • 2 801
loading...
კორონავირუს 2019-nCoV-ით დაავადებულთა რაოდენობა ჩინეთში ორი ათასს აღწევს. ამათგან 81 ადამიანის დაიღუპა.

ვირუსის ტიპი, რომლის აფეთქებაც ქალაქ უხანში მოხვდა, ექიმებისთვის კარგად ცნობილია. ის ე.წ. კორონავირუსების ოჯახს მიეკუთვნება, რომლებმაც ადრე რამდენიმე დაავადება გამოიწვიეს, მაგალითად მწვავე რესპირატორული სინდრომი Sars-ი 2003 წელს, ასევე შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სიმპტომი Mers-ი 2012 წელს.

პირველი ვირუსის დროს ინფიცირებულების 9% დაიღუპა, ხოლო მეორე ეპიდემიის დროს - 35%.

საიდან ჩნდება საშიში კორონავირუსები?
კორონავირუსი ეს ვირუსების დიდი „ოჯახია“, რომელთა „წევრებიც“ ადამიანში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს - ფართოდ გავრცელებული გრიპიდან, მწვავე რესპირატორულ სინდრომამდე და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტის ანთებამდე.

კორონავირუსები ვიზუალურად სფერული მიკრობებია, რომლებიც შეიცავს ერთჯაჭვიან რნმ მოლეკულას (რიბონუკლეინის მჟავა). მათ პატარა ბუსუსები აქვთ, რომელიც მზის დაბნელების დროს შექმნილ „გვირგვინს“ (crown) ჰგავს, აქედან მოდის სახელიც - კორონავირუსი.

დღეს კორონავირუსის „ოჯახი“ 30-ზე მეტ სახეობას შეიცავს და ის მუდმივად იმატებს.  ადამიანებში მწვავე რესპირატორულ ინფექციას ოთხი ტიპის კორონავირუსი 229E, OC43, NL63, HKUI იწვევს.

ХХ საუკუნეში კორონავირუსები როგორც ადამიანებში და ცხოველებში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევებად იყო ცნობილი, თუმცა საშიში ვირუსული ინფექციების სიაში არ შედიოდნენ. ამჟამად კორონავირუსების ოჯახში არსებობს უკვე სამი ტიპის ვირუსი, რომლებიც ადამიანში იწვევს მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, ესენია -  Sars, Mers და 2019-nCoV.

კორონავირუსების, Sars, Mers და 2019-nCoV-ის მატარებლები არ ყოფილან ადამიანები, არამედ ცხოველები. ისინი ადამიანისთვის ბევრი საშიში დაავადების მატარებლები არიან, თუმცა პირდაპირ ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის შემთხვევები საბედნიეროდ ცოტაა.

კორონავირუსი Sars-ს 2003 წელს მსოფლიოს 33 ქვეყანაში დაფიქსირდა (ყველაზე მეტი დაავადებული ჩინეთში, სინგაპურში და კანადაში იყო). მაშინ ამ ვირუსისგან 623 ადამიანი დაიღუპა.

2012 წელს, ახლო აღმოსავლეში ახალი ინფექცია დააფიქსირეს, რომელიც კორონავირუსმა MERS-მა გამოიწვია. მაშინ მიიჩნიეს, რომ ვირუსი აქლემებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად გავრცელდა ადამიანზე. არსებული ინფორმაციით, მაშინ 283 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი ღამურები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2019 წლის კორონავირუსი 2019-nCoV, სწორედაც, რომ ღამურებისგან გავრცელდა ადამიანებზე, თუმცა დადასტურებულად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

როგორ მოქმედებს კორონავირუსი?
„არსებობს ე.წ. ბარიერი, რომელიც როგორც წესი, ვირუსისთვის რთული შესაღწევია, მაგრამ თუ ვინმეს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, ან არსებობს რაიმე სხვა ფაქტორი, რის გამოც ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შანსი დიდია, შესაძლოა მოხდეს დაინფეცირების იშვიათი შემთხვევა“, - აღნიშნავს იორკის უნივერსიტეტის ექსპერტი ენდრიუ ისტონი.

საშიშროება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ვირუსის უჩვეულო მუტაციასთან. როგორც წესი, ვირუსი გარკვეულ წილად უნდა შეიცვალოს, იმისათვის, რომ მას ცხოვრების და გამრავლების შანსი მიეცეს მისთვის უჩვეულო გარემოში.

აღსანიშნავია, რომ ყველა კორონავირუსი საშიში არ არის. ადამიანი ფაქტობრივად მუდმივად ეჯახება მის სხვადსხვა გამოვლინებებს, მაგრამ საშიშია ის, რომელიც ერთი სახეობიდან, მეორეს გადაეცემა.

საქმე ისაა, რომ როდესაც ვირუსი მოულოდნელად გადადის ცხოველიდან ადამიანზე, ადამიანის იმუნური სისტემა ამ კონკრეტულ ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის, რადგან მანამდე არასდროს დაჯახებია.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არ არსებობს ღია მტკიცებულებები იმისა, რომ 2019 წლის კორონავირუსი მსგავს ეპიდემიას გამოიწვევს.

რა გავაკეთოთ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში?
ცუდი ინფორმაცია მდგომარეობს იმაში, რომ ვირუსის გავრცელება ყოველთვის წამლების მიღებით არ ჩერდება. ეფექტური ანტივირუსული პრეპარატები ცოტაა, თუმცა არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის სავსებით ეფექტური მეთოდი - ხელის ხშირად დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში სამედიცინო ნიღბის ტარება.
საბედნიეროდ, კორონავირუსების Sars-ის და Mers-ის აფეთქების შემდეგ, საერთაშორისო დონის მექანიზმები შემუშავდა, იმისათვის, რომ დაავადება მასშტაბურად არ გავრცელდეს.

ექიმები იმედოვნებენ, რომ წინა კორონავირუსებისგან მიღებული გამოცდილებით, წლევანდელი „აფეთქება“ უფრო ნაკლებად საშიში იქნება და უფრო მეტი ადამიანი გადარჩება.
loading...
მსგავსი სიალხებეი