რაზე მეტყველებს ფჩხილის ფორმა და ფერი

image
  • 468
ძველი ინდოეთის ხალხები მიიჩნევდნენ, რომ ფრჩხილები - ეს ძვლების სარკეა, და რომ მათით შეიძლება დადგინდეს, რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძვლები.

თანამედროვე მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ ფრჩხილები არა მხოლოდ ძვლების, არამედ ნებისმიერი დაავადების შესახებ იძლევა ინფორმაციას - თანაც მანამ, სანამ სიმპტომები თავს იჩენს.

ვნახოთ, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ფრჩხილის ფერი თუ ფორმა:

თეთრი წერტილები ფრჩხილებზე - შესაძლოა მიუთითებდეს თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე ორგანიზმში;

კოჟრი ან ხორცმეტი ფრჩხილზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ;

თუ ფრჩხილი თუთიყუშის ნისკარტივითაა მომრგვალებული, ესე იგი ადამიანს ქრონიკული ხველება აწუხებს;

გირჩის ფორმის ფჩხილი მიანიშნებს, რომ მფლობელს სუსტი გული ან ფილტვები აქვს;

თუ ფრჩხილზე სიგრძივი ზოლები გაგიჩნდათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ვინაიდან ეს პირდაპირ მიანიშნებს საკვების ცუდად ათვისებაზე;

ნახვრეტები ფრჩხილზე ელენთის პათოლოგიაზე მეტყველებს;

თუ ფრჩხილის ძირი თეთრია ოღონდ მუქი ზოლებით, ეს შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე, მაგალითად, ჰეპატიტზე მიანიშნებდეს;
loading...
ყვითელი ფრჩხილები - თუ სოკოვან დაავადებას გამოვრიცხავთ, ეს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის მძიმე დაავადებაზე, ფილტვების პრობლემაზე, დიაბეტზე ან ფსორიაზზე მეტყველებდეს;

ცისფერი ან იისფერი ფრჩხილი გატყობინებთ, რომ ორგანიზმს ჟანგბადი აკლია. გარდა ამისა, თუ ის ძირში გაცისფრდა, ეს შესაძლოა დიაბეტის ნიშანი იყოს;

სუსტი, მტვრევადი ფრჩხილები ღრმა, გრძელი ნაპრალებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე მიუთითებს;

ფრჩხილებს ქვეშ მუქი ზოლები - სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ, ვინაიდან ეს შესაძლოა მელანომით, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმით იყოს გამოწვეული;

ფრჩხილის კლაკნილი ზედაპირი შესაძლოა ფსორიაზის ან ანთებითი ართრიტის ადრეული ნიშანი იყოს...

loading...